ახალი ამბები

შარლი ებდოს ახალი ნომერი თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ

6 იანვარი, 2016 • 1835
შარლი ებდოს ახალი ნომერი თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა შარლი ებდომ რედაქციაზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ სპეციალური ნომერი დაბეჭდა.

32–გვერდიანი სპეციალური გამოშვების ყდაზე, რომელიც დღეს გამოვიდა, გამოსახულია წვერიანი კაცი, რომელიც ღმერთს განასახიერებს. მას ზურგზე კალაშნიკოვი აქვს გადაკიდებული, წვერი და ტანსაცმელი კი – სისხლით დასვრილი. გარეკანზე შემდეგი წარწერაა დატანილი: “ერთი წლის შემდეგ – მკვლელი კვლავ თავისუფალია”.

შარლი ებდოს ახალი ნომერი თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ © EPA 06.01.2016

2015 წლის 6 იანვარს პარიზში, სატირული გამოცემა შარლი ებდოს რედაქციაში თათბირის დროს ტერორისტები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 12 ადამიანი, მათ შორის გაზეთის მთავარი რედაქტორი და ოთხი კარიკატურისტი. საფრანგეთში თავდამსხმელთა სამდღიანი ძებნის დროს კი დაღუპულთა რაოდენობა 17–მდე გაიზარდა.

ამ თავდასხმების შემდეგ სოლიდარობის აქციები გაიმართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თბილისშიც. პარიზში გამართულ სოლიდარობის მარშს კი სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერ–მინისტრიც დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი