ახალი ამბები

ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

6 იანვარი, 2016 • 1824
ცენტრალური მაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრაქტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე, თერჯოლასთან მდებარე ხიდის დაზიანების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზესტაფონიდან ქუთაისში შემოვლით გზაზე – ბაღდათის გავლით მიმდინარეობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ხიდი სტიქიის გამო ადიდებულმა მდინარე ჩხარამ წაიღო. მათივე განცხადებით, ადგილზე მობილზებული არიან და როგორც კი წყალი დაიკლებს, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, ეს დროებითი ხიდია, რადგანაც ავტომაგისტრალი შენდება. დროებითი ხიდი გასულ თვეებში რამდენჯერმე დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი