ახალი ამბები

შსს: თბილისში 201 აბი ექსტაზის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 იანვარი, 2016 • 4720
შსს: თბილისში 201 აბი ექსტაზის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.  უწყების ცნობით, ბრალდებული 33 წლის ალექსი მ.  წარსულშუ ნასამართლევი იყო და მას ნარკოლოგიური შემოწმებით ბუპრენორფინის და მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შსს–ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ. ექსტაზი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 60,1192 გრ მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შეიცავს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 1 აბი და აბის ნატეხები, რომელიც 0,0180 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი