ახალი ამბები

დევნილები დღეს 185-ე სკოლიდანაც გამოასახლეს

24 იანვარი, 2011 • • 1043
დევნილები დღეს 185-ე სკოლიდანაც გამოასახლეს

დევნილები დღეს 185–ე რუსული სკოლიდანაც გამოასახლეს, სადაც 80–მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია ,,კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა მიაწოდა.

185-ე სკოლა ვარკეთილის მეოთხე მ/რ-ში მდებარეობს.

დღეს დევნილები გამოასახლეს, ასევე, ჩხეიძის ქუჩა #8-დან და  ზუბალაშვილების #42-დან.

 ხვალ დილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი დაიწყება სამღერეთის #13-დანაც. გაფრთხილება შენობის დაცლის შესახებ ამ ობიექტზე დევნილებს უკვე მიღებული აქვთ.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს დევნილები გორგასლის ქუჩაზე მდებარე შენობიდანაც გამოასახლეს, თუმცა ჩხარტიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი