დევნილების გამოსახლება ხვალ დილით სამღერეთის ქუჩაზე #13-ში მდებაზე ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობიდან იგეგმება.
სამართალდამცავებმა უკვე შეატყობინეს აქ მცხოვრებ დევნილებს, რომ დილიდან მათი გასახლების პროცესი დაიწყება.
ერთ-ერთი დევნილი ლიანა ჯონჯუა ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ შემოთავაზება, როგორც ყველგან, აქაც რეგიონებია.
მისი თქმით, დევნილები არ აპირებენ შემოთავაზების მიღებას, რადგან, მათი ინფორმაციით, შემოთავაზებულ რეგიონებში საცხოვრებლად უვარგისი პირობებია.
სამღერეთის #13-ში კოდორიდან, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს.