ახალი ამბები

ბრიტანელი მეცნიერები მობილური ტელეფონის კოსმოსში გამოყენებას გეგმავენ

24 იანვარი, 2011 • • 1097
ბრიტანელი მეცნიერები მობილური ტელეფონის კოსმოსში გამოყენებას გეგმავენ

ბრიტანელი მეცნიერები გეგმავენ კოსმოსში მობილური ტელეფონი გააგზავნონ, რომ შეიტყონ როგორ იფუნქციონირებს ტელეფონი უჩვეულო პირობებში.

ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო gazeta.ru ,,ბიბისი’’-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

რა მოდელის ტელეფონს გააგზავნიან მეცნიერები კოსმოსში, ჯერ უცნობია.

მობილურ ტელეფონს კოსმოსში მსოფლიოში უმსხვილესი თანამგზავრული სისტემების კომპანია ,,Surrey Satellite Technology Limited (SSTL)’’ გააგზავნის.

,,პირველ რიგში, ჩვენ გვინდა შევიტყოთ, როგორ იმუშავებს ტელეფონი კოსმოსში. თუ ეს გამოვა, მაშინ ჩვენ შევეცდებით გავიგოთ როგორ შეიძლება ტელეფონის გამოყენება სატელიტური კავშირისთვის’’, – ამბობს პროექტის მენეჯერი  შონ კენონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი