მასშტაბური აქციის თარიღს დევნილები 29 იანვარს დაასახელებენ.
პარლამენტთან დღეს გამართულ აქციაზე დევნილებმა გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტთან 29 იანვრის ჩათვლით გამართონ, ხოლო 29 იანვარს მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღი დაასახელონ.
ასევე, დევნილებმა გადაწყვიტეს, რომ საელჩოებს თავშესაფრის მოთხოვნით ხვალ მიმართონ.
დევნილთა თქმით, თუ მათ საელჩოები ყურადღებას არ მიაქცვენ, საპროტესტო აქციებს საელჩოებთანაც გამართავენ.