ნეტგაზეთი | ქართული პრესის დაიჯესტი ქართული პრესის დაიჯესტი – Netgazeti
RU | GE  

ქართული პრესის დაიჯესტი

გაზეთი “კვირის ქრონიკა” საპატრულო დეპარტამენტის შეფის, გოგა გრიგალაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ წერს. “ქრონიკის” ინფორმაციით, საპატრულოს შეფი რამდენიმე თვით სასწავლებლად ლონდონში მიემგზავრება და ამისათვის იგი სპეციალურად თავად შსს-დან დააფინანსეს.

დღევანდელი  რეზონანსის “მთელი კვირა” გუშინ საღამოს ჩატარებული ეთიკის ქარტიის სხდომის შესახებ წერს. სტატიის  სათაურია – “ეთიკის ქარტიას 3 ახალი წევრი და ახალი თავმჯდომარე ყავს”. სტატიის თანახმად, წლევანდელი ქარტიის რიგით მეორე სხდომას 66 წევრი ესწრებოდა.  სხდომაზე ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს-ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი და ია მამალაძე. ამასთანავე, ქორიძემ ქარტიის თავმჯდომარე ეთერ თურაძე შეცვალა, რომელიც ერთი წელი უძღვებოდა ქარტიის საბჭოს.  გარდა ამისა, კრებაზე ქარტიის წესდებაში შესატანი ცვლილებების განხილვაც მოხდა, რომელმაც ყველაზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.  “რეზონანსის” თანახმად, საბჭოს წევრები გამოვიდნენ ინიციატივით წესდებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საბჭომ ქარტიაზე არახელმომწერი ჟურნალისტების შესახებ შესული საჩივრებიც უნდა განიხილოს. ამ საკითხის ირგვლივ, რეზონანსის სტატის თანახმად, უთანხმოება იყო თავად ქარტიის წევრებს შორის. საბჭოს ახალი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე “მთელ კვირასთან ინტერვიუში” აცხადებს, რომ ძალიან ცდება ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ ქარტია სადამსჯელო ორგანიზაციაა. “ჩვენ ყველამ ეთიკურ დილემაზე უნდა ვისაუბროთ ღიად, შეეხება ეს ხელმომწერ თუ არახელმომწერ ჟურნალისტს”- განუცხადა ქორიძემ რეზონონანს. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, მედიასაშუალებამ, რომლის რედაქტორიც ქარტიაზე ხელმომწერია, უნდა აიღოს ვალდებულება, რომ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავის მედიასაშუალებაში გამოაქვეყნებს. “მთელი კვირის” ინფორმაციით, ორივე ინიციატივა ღიად რჩება, სანამ საბჭოს შეხვედრას 120 ჟურნალისტი არ დაესწრება.

გაზეთი “კვირის ქრონიკა” საპატრულო დეპარტამენტის შეფის, გოგა გრიგალაშვილის თანამდებობის დატოვების შესახებ წერს. “ქრონიკის” ინფორმაციით, საპატრულოს შეფი რამდენიმე თვით სასწავლებლად ლონდონში მიემგზავრება და ამისთვის იგი სპეციალურად თავად შსს-დან დააფინანსეს.  “ქრონიკის” ინფორმაციით, გრიგალაშვილის პოსტს მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით თბილისის საპატრულოს სამმართველოს უფროსი გიორგი გეგეჭკორი დაიკავებს. სტატიის თანახმად, გრიგალაშვილის “კვალიფიკაციის ამაღლება” “ზემოდან” მოსთხოვეს. ქრონიკის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი საპატრულოში არსებული შიდა ინტრიგებით დაინტერესებულა და აღმოუჩენია, რომ შიგნით ერთგვარი  კლანური ბრძოლა ყოფილა. დაპირისპირების მიზეზი კი, გამოცემის ინფორმაციით, საპატრულო დეპარტამენტის ხაზინის შევსების აქტიურ წყაროდ ქცევას უკავშირდება. ამ მიზეზის გამო, გრიგალაშვილმა ეჭვიანობა დაიწყო გეგეჭკორზე  და ჩუმ-ჩუმად გამოუცხადებელი ომიც ყოფილა მათ შორის-წერს დღევანდელი “კვირის ქრონიკა”.

დღევანდელი “კვირის პალიტრა” ახალი მემარჯვენეების ლიდერ დავით გამყრელიძესთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს, სადაც პოლიტიკოსი ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. გამყრელიძე 2010 წელს ოპოზიციისთვის მარცხიანად აფასებს და ამის მიზეზად, ერთის მხრივ, “ალიანსის” დაშლას და, მეორეს მხრივ, “სახალხო კრებაზე” დამყარებულ გადაჭარბებულ მოლოდინებს მიიჩნევს. მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერობისა და სხვების ჩაძირვისთვის უფრო იბრძვის, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვბისა და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. “ახლების” ლიდერის თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციაში თავის წარმოჩენისა და ოპოზიციის გამყარების მცდელობა უფრო უნდა იყოს. გამყრელიძეს მიაჩნია, რომ ამ დაუნდობელი დაპირისპირების შემდეგ უნდა დასრულდეს ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარი, რადგან დაპირისპირებული ძალები ხვალ რომ ერთად გამოჩნდნენ, საბოლოოდ დაკარგავენ ამომრჩევლის ნდობას. ახლების ლიდერი  ხელისუფლების ახალ ინიციატივასაც ეხმიანება, რომელიც ითვალისწინებს ვიდეო-კამერებით კაფე-ბარებისა და აფთიაქების აღჭურვას, და აცხადებს, რომ საზოგადოება იმდენად აღარ ენდობა ძალოვან სტრუქტტურებს, რომ ნებისმიერი ინიციატივა უჩენს ეჭვს და იმედს გამოთვქამს, რომ სახლებშიც არ დაგვიყენებენ კამერებს, ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის მიზნით.

ვიდეო-კამერების დამონტაჟების თემას ეხმიანება ჟურნალი “ლიბერალის” სტატიაც. ჟურნალისტი ნინო რობაქიძე  აფთიაქებთან, კაზინოებთან, პურის მაღაზიებთან კამერების დაყენების ინიციატივასა და ამ კამერების შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წვდომასთან დაკავშირებით რიტორიკურ კითხვას სვამს, თუ რატომ უნდა იგებდეს  17 იანვარს საზოგადოება 7 დეკემბერს ძალაში შესული ბრძანების შინაარსს, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. “ნუთუ ჩემს საძინებელში კამერის დამონტაჟება რომ გადაწყდება, ამასაც 1 თვის მერე გავიგებ”- სვამს კითხვას ჟურნალისტი  “ლიბერალში” დაბეჭდილ სტატიაში.   

დღევანდელი “24 საათი” აფრიკელი ბურების საქართველოში ჩამოსახლების შესახებ წერს. სტატიის თანახმად, ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში 40 ათასი ბურის ჩამოსახლების შესახებ არ დასტურდება. ინტერვიუში, დიასპორის საკითხებში სახელწმიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას თქმით, ბურების გადასაწყვეტია, თუ რა რაოდენობით ჩამოვლენ საქართველოში.  სტატიის თანახმად, რამოდენიმე დღეა საქართველოში იმყოფება სამხრეთ აფრიკის ეროვნული აგრარული კავშირის წარმომადგენელი ბენი ვან ზილი. ბურები საქართველოში 100 ფერმის შექმნას აპირებენ, რაც საქართველოს სოფლის განვითარების დიდ შესაძლებლობას მისცემს.

ბურების გადმოსახლების თემას ეხმიანება გაზეთი “ვერსია” და მკითხველს  ამ საკითხთან დაკავშირებით ექპსერტის მოსაზრებებს სთავაზობს. ექსპერტი გია ხუხაშვილი “ვერსიასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ბურები არც ისე შრომისმოყვარენი არიან, რადგან სამხრეთ აფრიკაში მიწები, ძირითადად, ებრაელებს და ინგლისელებს ეკუთვნით. ხუხაშვილი შიშობს, რომ არავითარი ეფექტი მათ ჩამოსახლებას არ მოჰყვება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეონა აქუბარდია, მომზადებულია გადაცემა პრესს ექსპერისთვის ფონდ "ღია საზოგადოება–საქართველოს მხარდაჭერით"