ამ წუთებში პარლამენტთან დევნილებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად 100-მდე ადამიანია შეკრებილი.
დევნილები ამბობენ, რომ თავშესაფრის მოთხოვნით ისინი საელჩოებს მიმართავენ. მათი თქმით, თუ საელჩოები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, საპროტესტო აქციებს საელჩოებთანაც გამართავენ.
პარლამენტთან დევნილები, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ,,კონსერვატიული პარტიის” წევრები და უბრალო მოქალაქეები იმყოფებიან.
დევნილთა სოლიდარობის აქცია პარლამენტთან ყოველდღე 2 საათზე იმართება.
აქციის მონაწილეები დევნილთა გამოსახლების პროცესს უკანონოს უწოდებენ და მათთვის თავშესაფრის უზრუნველყოფას მოითხოვენ.