ახალი ამბები

პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა

4 იანვარი, 2016 • 2636
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა. ფუტკარაძე ამ დრომდე “მოამბეს” ჟურნალისტი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ფუტკარაძის დანიშვნის შესახებ თანამშრომლებს ახალი ამბების და მიმდინარე მოვლენების ბლოკის ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ დღეს, 4 დეკემბერს, საღამოს ამცნო.

პრესსამსახურში ასევე განმარტეს, რომ არხის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი