ახალი ამბები

ნოღაიდელმა ახალი პარტიის შესახებ ისაუბრა

24 იანვარი, 2011 • • 952
ნოღაიდელმა ახალი პარტიის შესახებ ისაუბრა

ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ  პრესკონფერენციაზე ახალი პარტიის შექმნის შესახებ ისაუბრა. 

ახალი პარტიას ძველისაგან ოდნავ განსახვავებული სახელი „სამართლიანი სქართველო“ ერქმევა. ნოღაიდელის თქმით, ძველ შინაარსს შეინარჩეუნებს, თუმცა ახალი ფორმა ექნება.

პარტია იურიდიულად უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება. პირველი ყრილობა გაზაფხულზეა დაგეგმილი. პარტიის თავმჯდომარის ვინაობა, პროცედურის მიხედვით, სწორედ პირველ ყრილობაზე გახდება ცნობილი.

„სამართლიანი საქართველოს“ ახალი სლოგანი იქნება– „სამართლიანობა, ერთიანობა, კეთილდღეობა და ტრადიციები.“

ნოღაიდელი ამბობს, რომ ,,სამართლიანი საქართველო’’ ითანამშრომლებს რუსეთის მმართველ პარტიასთან ,,ედინაია რასიასთან’’.  ჯერჯერობით პარტიაში ახალი სახეების გამოჩენა არ იგეგმება.

 „ჩვენი მთავარი ამოცანა სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა იქნება. ჩვენ არ ვცვლით გეგმებს, საგარეო პოლიტიკას, პოლიტიკურ პროგრამას, ვინარჩუნებთ ეროვნულ ტრადიციებს,“-თქვა ნოღაიდელმა.

მისივე ინფორმაციით, პარტიის დაფუძნების პროცედურა დღეს დაიწყება.  პოლიტიკოსის თქმით, ახალ პარტიაში მისი ძველი პარტიის 67 რაიონული ორგანიზაცია კვლავ დარჩება და ასევე შეიქმნება ახალი ორგანიზაციები სხვადასხვა რაიონებში.

ზურაბ ნოღაიდელის ძველ პარტიას  „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ერქვა. პარტიის წევრთა ნაწილმა ზურაბ ნოღაიდელს სახელფასო დავალიანების არსებობაში დაადანაშაულა,  რის შემდეგაც მას პარტიის ლიდერის პოზიცია დაატოვებინეს.  

თავად ნოღაიდელი რაიმე სახელფასო დავალიანების არსებას პარტიის მიმართ უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი