ახალი ამბები

ელექტრონული ტრამვაის მარშრუტი წლის ბოლოს გახდება ცნობილი

24 იანვარი, 2011 •
ელექტრონული ტრამვაის მარშრუტი წლის ბოლოს გახდება ცნობილი
თბილისის რომელ ქუჩებზე გაივლის ელექტრონული ტრამვაი, ცნობილი 2011 წლის დეკემბრის დასაწყისში გახდება. იმისათვის, რომ დადგინდეს ტრამვაის მარშრუტი, თბილისის მერია და ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმვის კომპანია “სისტრა” საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას იწყებს: ხვალიდან საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტი IPM თბილისში მცხოვრებ 8000 ოჯახს გამოკითხავს. კვლევის შედეგებით განისაზღვრება მგზავრთა ნაკადების გადააგილება და დაიგეგმება ტრამვაის ხაზის მარშრუტი.  
გარდა ამისა, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, თბილისში, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის – ავტობუსებისა და მიკროავტობუსების არსებული მარშრუტებიც შეიცვალოს. 
პროექტს თბილისში ორ ეტაპად (მეორე ეტაპი გულისხმობს ელექტრონული ტრამვაის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დაგეგმვას, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე და ხარჯთაღრიცხვისა და სატედნდერო დოკუმენტაციის მომზადებას) განხორციელდება, რისთვისაც ფრანგულ კომპანია “სისტრას”, ჯამში, 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს გამოყოფილი.
თბილისის სატრანსპორტო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დღეს “ქორთიარდ მარიოტში” მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ ისაუბრა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი