ახალი ამბები

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

4 იანვარი, 2016 • 2097
უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში რეისები გადაიდო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ღამით  დაგეგმილი რეისები არ შესრულდა.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში რეისების მიღება ისევ ფერხდება უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო.

ფრენების გადადების  გადაწყვეტილება ავიაკომპანია „ვიზეარისა“ და „არკიას“  ადმინისტრაციამ უამინდობის გამო მიიღო. ფრენები თბილისის დროით 21:00,  06:15  და  11:45  საათებში უნდა  შესრულებულიყო.

არახელსაყრელი მეტეოლოგიური პირობების გამო ავიაკომპანია „ვიზეარმა“  მიიღო გადაწყვეტილება გადაედო ვარშავის რეისი 5 იანვარს,  04:15 საათზე,  ხოლო ქუთაისი- ვილნიუსის რეისი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში შესრულდა.

ვარშავის რეისით მიმავალი მგზავრები გადაიყვანეს  სასტუმროში და  უზრუნველყვეს კვებით და ტრანსპორტირებით სასტუმრომდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.