ახალი ამბები

დევნილთა მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში იწყება

21 იანვარი, 2011 • • 925
დევნილთა მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში იწყება

დევნილები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან. “კონსერვატორების” ერთ-ერთი ლიდერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თუ აქციაზე დევნილთა ნაწილი ვერ მოვა, აქცია სიმბოლური ფორმით მაინც ჩატარდება. ამჟამად პარლამენტთან იმყოფებიან “ხალხის პარტიისა” და “კონსერვატიული პარტიის” წევრები, ასევე, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა. მათი თქმით, პარლამენტის წინ კარვების გაშლა-არგაშლის საკითხს დევნილები თავად გადაწყვეტენ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. დამატებით ინფორმაციას აქციაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ნეტგაზეთი კვლავ მოგაწვდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი