ახალი ამბები

ივანიშვილი კვირიკაშვილის დიპლომატიით გაოცებული და აღფრთოვანებულია

30 დეკემბერი, 2015 • 1544
ივანიშვილი კვირიკაშვილის დიპლომატიით გაოცებული და აღფრთოვანებულია

“გიორგი კვირიკაშვილი რომ კარგი ეკონომისტი და კარგი ფინანსისტი იყო, ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, როგორი დიპლომატი იყო გიორგი, და აქ მე არ დავმალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა  ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა ”20 30”-ში.

”არავის ვმართავდი და არავის ვმართავ ახლაც. კონსულტაციებს მე მათ ვაძლევდი, მაგრამ არავის არაფერს თავზე არ ვახვევდი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ამას ხაზს. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა მქონდა მე ეკონომიკურ გუნდთან. აქედან გამომდინარე, კვირიკაშვილთან ახლო ურთიერთობა მქონდა, რამეთუ პროექტების განხილვაში, სახლემწიფო თუ კომერციული, მე აქტიურად ვმონაწილეობდი. თუ გნებავთ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და ა.შ. გიორგი [კვირიკაშვილი] რომ იყო კარგი ეკონომისტი და კარგი ფინანსისტი, ეს მე ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, როგორი დიპლომატი იყო გიორგი, და აქ მე არ დავმალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ.”

ივანიშვილის განცხადებით, ალბათ ეს [წარმატება საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე] იყო საფუძველი იმისა, რომ გიორგიზე [კვირიკაშვილზე] გაკეთებულიყო არჩევანი. მისი თქმით, ეს არჩევანი უმრავლესობამ გააკეთა. 

პარლამენტმა საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, 86 ხმით 28-ის წინააღმდეგ, ნდობა გუშინ გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი