ახალი ამბები

გამოსახლების პროცესი ყიფშიძის ქუჩიდანაც მიმდინარეობს

21 იანვარი, 2011 • 872
გამოსახლების პროცესი ყიფშიძის ქუჩიდანაც მიმდინარეობს

ყიფშიძის #34–ში მდებარე სამსართულიანი კორპუსიდან სატვირთო ავტომანქანებით დევნილების ნივთები გამოაქვთ.

შენობაში კოდორის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილი 29 ოჯახი ცხოვრობდა. ვაკის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა დევნილები გუშინ საღამოს გააფრთხილეს მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე. გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო.  

შენობაში მცხოვრები ერთ–ერთი დევნილი ქეთი გუჯეჯიანი ამბობს, რომ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს მათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, მარტვილსა და გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში სთავაზობენ. მისივე თქმით, დევნილები აღნიშნულ რაიონებში წასვლას არ აპირებენ და ისინი საცხოვრებლად კვლავაც  თბილისში დარჩებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი