ახალი ამბები

წყალტუბოს გამგებელი ბიბლიოთეკების დახურვის შესახებ

21 იანვარი, 2011 • 1114
წყალტუბოს გამგებელი ბიბლიოთეკების დახურვის შესახებ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 34–დან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დარჩება. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს წყალტუბოს გამგებელმა ოთარ ჩიტაიშვილმა მიაწოდა.

„ეს 34 ბიბლიოთეკა სოფლებში იყო, სადაც ქუდი რომ შეეგდო ვინმეს, გამოსატანად არ შევიდოდა არავინ. ახლა ჩვენთან მიდის ოპტიმიზაცია, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება: ყოველ 30 ათას მაცხოვრებელზე არის გათვალისწინებული 1 თანამედროვე ტიპის ბიბლიოთეკა. ამ ლოგიკით წყალტუბოში უნდა იყოს 2 ბიბლიოთეკა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ 5–6 იყოს და თანაც აღვჭურვოთ ისინი თანამედროვე ტეექნიკით, ერთი უკვე აღვჭურვეთ და არის ქალაქ წყალტუბოში შესანიშნავი ბიბლიოეთეკა“ – აცხადებს ოთარ ჩიტაიშვილი.

წყალტუბოს ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 5 ბიბლიოთეკა დაფინანსდება. მათ შორის ერთი იქნება ქალაქ წყალტუბოში და თითო–თითო სოფლებში – ოფურჩხეთში, დერჩში, მაღლაკში და გეგუთში.

წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკის დახურვის თაობაზე დღეს ინფორმაცია პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი