ახალი ამბები

ევროკავშირი გამოსახლების პროცესს შორიდან აკვირდება

21 იანვარი, 2011 •
ევროკავშირი გამოსახლების პროცესს შორიდან აკვირდება

ვაჟა ფშაველას მესამე კვარტლიდან დევნილების გამოსახლების პროცესს ევროკავშირის ორი წარმომადგენელი აკვირდება. ისევე როგორც ჟურნალისტებს, სამართალდამცავები მათაც არ უშვებენ არც შენობაში და არც მის ეზოში. ისინი შორიდან აკვირდებიან გამოსახლების პროცესს.

დამკვირვებლები გასაუბრებას შენობის ეზოდან გამოსულ დევნილებთან ახერხებენ.

„ჩვენ ვართ ობიექტური სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები და ჩვენი ანგარიში ჩვენი დაკვირვების შედეგად დაიდება“,–ამბობს დამკვირვებელი ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი