ახალი ამბები

მიწისძვრით გამოწვეული ზარალი იმერეთში ამ დრომდე დგინდება

21 იანვარი, 2011 • 975
მიწისძვრით გამოწვეული ზარალი იმერეთში ამ დრომდე დგინდება

იმერეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დრომდე დგინდება. იმერეთის რწმუნებულ–გუბერნატორის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ვანისა და ბაღდათის რაიონებში 19 იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მცირედ დაზიანდა 20–მდე სახლი. მნიშვნელოვნად დაზიანდა ორი სახლი ვანის რაიონის სოფელ ზეინდარსა და ფერეთაში, ერთ კი – ბაღდათის რაიონის სოფელ მეორე ობჩაში. აღნიშნული სახლების მაცხოვრებლები დროებით ნათესავებს აფარებენ თავს.

მიწისქვეშა ბიძგებს ადგილზე იკვლევენ სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები.

5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში 19 იანვარს, 13:17 საათზე, მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იმერეთის რეგიონის ვანი–ბაღდათის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი