ახალი ამბები

წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკა იხურება

21 იანვარი, 2011 • • 1019
წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკა იხურება

წყალტუბოში 34 ბიბლიოთეკა იხურება, – ამასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

მისი თქმით, ბიბლიოთეკებში მომუშავე პერსონალი სამსახურიდან უკვე დათხოვნილია. 

,,ბიბლიოთეკები დახურულია, ხალხი გამოყრილია, უამრავი უნიკალური წიგნი ინახება ამ ბიბლიოთეკებში. რა ბედი ეწევა გაურკვეველია. დღეს ჩამოდიან წყალტუბოდან ბიბლიოთეკარები და თვითონ ისაუბრებენ ამაზე”, – განმარტავს ცაგარეიშვილი.

პარლამენტარი ამბობს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში ბიბლიოთეკების დახურვას ფინანსების უქონლობით ხსნიან.  

მასალების გადაბეჭდვის წესი