ახალი ამბები

დილიდან დევნილების გამოსახლება სამი ობიექტიდან დაიწყო

21 იანვარი, 2011 • • 1034
დილიდან დევნილების გამოსახლება სამი ობიექტიდან დაიწყო

დილიდან დევნილების გამოსახლების პროცესი სამი ობიექტიდან მიმდინარეობს, ესენია: ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალი #8ა, ყაზბეგის #25ა, ყიფშიძის #34.

,,კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ გამოსახლება წყნარად მიმდინარეობს. 

,,ადამიანები აპროტესტებენ რამდენადაც შეუძლიათ, მაგრამ ძალები აშკარად ერთი ათზეა და მათი პროტესტი ეფექტური არ არის. ალყაშემორტყმულია მთელი შენობა. არ უშვებენ ევროკავშირის წარმომადგენლებს, არ უშვებენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს. ამ მხრივაც ეს პროცესი უკანონოა’’, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

ჩხარტიშვილის თქმით, იმ დევნილებიდან, რომელთა გამოსახლებაც ახლა მიმდინარეობს, მხოლოდ ნაწილს შესთავაზეს ალტერნატიული ფართი რეგიონებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი