ახალი ამბები

მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით წყალმომმარაგებელი კომპანიები აბონენტებს აფრთხილებენ

30 დეკემბერი, 2015 • 1195
მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით წყალმომმარაგებელი კომპანიები აბონენტებს აფრთხილებენ

2016 წლის 1- დან 5 იანვრის ჩათვლით  მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით  თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებს წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით კომპანიები- “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“, აბონენტებს აფრთხილებენ:

“იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.

აღნიშნულ თარიღებში ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“  გამდინარე,  მოჭარბებული წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ.

კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა,”– ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

meteo.gov.ge–ის ცნობით, თბილისში ტემპერატურა 1 იანვარს -2°+2° –მდე დაეცემა, 5 იანვარს კი  -5°+3° იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი