დევნილებით დასახლებულ ერთ-ერთ ობიექტზე, სამღერეთის ქუჩაზე, დევნილების გამოსახლება არ მიმდინარეობს.
ეს დასახლება ერთ-ერთი მათგანია დევნილების იმ დასახლებებიდან, რომლებსაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან შენობის დაცლის შესახებ გაფრთხილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიუვიდათ.
,,ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, დღეს მოვლენ, ხვალ მოვლენ, რა იქნება, ჯერ არ ვიცით’’, – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ლიანა ჯონჯუა.
სამღერეთის #13-ში, ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობაში, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი 20 ოჯახი ცხოვრობს.
ჯოჯუა ამბობს, რომ 2 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე სხვა დევნილებს ისინიც შეუერთდებიან.