ახალი ამბები

სტუდქალაქის ტერიტორიაზე პოლიციელები რჩებიან

20 იანვარი, 2011 • • 992
სტუდქალაქის ტერიტორიაზე პოლიციელები რჩებიან

ბაგების სტუდქალაქის ტერიტორიაზე ამ დროისთვის მხოლოდ პოლიციელბი და ჟურნალისტები რჩებიან. დევნილები პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართება.

სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლების დროს პოლიციასა და იქ შეკრებილ ადამიანებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან – დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ სიგუა და ერთ–ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი გია ყრუაშვილი.

ბაგების სტუდქალაქიდან დაახლოებით 95–მდე დევნილ ოჯახს ასახლებენ, მათ ხელისუფლება საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში სთავაზობს.

დევნილების ნივთებით დატვირთულმა სატვირთო მანქანებმა ბაგების სტუდქალაქის ტერიტორია დატოვეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი