დღეს ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლებისას დევნილებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რასაც შეხლა–შემოხლა მოყვა.
ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, დევნილების ახლობლები,რომლებიც დღეს სტუდქალაქში მათ მხარდასაჭერად იყვნენ მისული, დააკავეს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთი ავტობუსი და სატვირთო მანქანა, რომელიც დევნილების ნივთებით იყო დატვირთული, ახლა წყნეთის მიმართულების წავიდა.