ახალი ამბები

დაკავებული დევნილების ადგილსამყოფელი უცნობია

20 იანვარი, 2011 • • 992
დაკავებული დევნილების ადგილსამყოფელი უცნობია
დევნილების სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებმა და პოლიტიკოსებმა,რომლებიც დღეს ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების გამოსახლებას ესწრებოდნენ, არ იციან დაკავებული დევნილებისა და პოლიტიკური პარტიის წევრის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია.

პოლიტიკოსი კახა კუკავა ამბობს, რომ თავად ნახა, როგორ დააკავა პოლიციამ ოთხი პირი. თუმცა დაკავების შემდეგ მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.

გამოსახლებული დევნილების მხარდასაჭერ აქციაზე ნეტაგზეთის ჟურნალისტი დაკავებული დევნილის ნათესავს გაესაუბრა. მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი ბიცოლა დააკავეს. ვარაუდობს, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი