ახალი ამბები

დევნილები დააკავეს

20 იანვარი, 2011 • • 990
დევნილები დააკავეს

ნეტგაზეთის კორესპონდენტის ცნობით, რამდენიმე დევნილი ქალი პოლიციამ დააკავა. დღეს დევნილების გამოსახლებისას ბაგების სტუდქალაქიდან დევნილ მოსახლეობასა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

დაკავებული დევნილები ბაგებში მცხოვრები დევნილების დასახმარებლად მისული მათი ახლობლები და ნათესავები არიან.

ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით, დაკავებული რამდენიმე ქალია, რომელიც  პოლიციელებსა და დევნილებს შორის შეხლა–შემოხლის დროს ყველაზე მეტად აქტიურობდა.

დღის 2 საათზე დევნილების საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი