ახალი ამბები

დევნილების გამოსახლება ხმაურით მიმდინარეობს

20 იანვარი, 2011 • 942
დევნილების გამოსახლება ხმაურით მიმდინარეობს

დევნილთა გამოსახლება
დევნილთა გამოსახლება

ხმაურია  ბაგებთან, სტუდქალაქის შენობასთან, საიდანაც დევნილების გამოსახლების პროცესი დილიდან მიმდინარეობს რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

შეხლა–შემოხლა მოხდა სამართალდამცავებსა და დევნილების ახლობლებს შორის. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიცამ დევნილების ახლობლებს უფლება არ მისცა, შესულიყვნენ შენობაში და ახლობლებს ბარგის ჩალაგებაში დახმარებოდნენ. ნეტგაზეთი მალე მოგაწვდით ინციდენტის ამსახელ ვიდეომასალას.

პოლიცილიელებითაა  გარშემორტყმული ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენობა, საიდანაც  ამ წუთებში დევნილებს ასახლებენ.

100-ზე მეტ პოლიციელს შენობის ირგვლივ კორდონი აქვს  გაკეთებული და ტერიტორიაზე  შესვლის უფლებას არავის აძლევს, მათ შორის არც ჟურნალისტებს. სტუდქალაქის შენობასთან  მობილიზებული  არიან ავტობუსები, სატვირთო მანქანები და სასწრაფო დახმარების მანქანა.

გამოსახლების პროცესს თვალყურს ადევნებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი.

სტუდქალაქში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ ისინი წუხელ გააფრთხილეს სამართალდამცავებმა, რომ დილით უნდა დაეტოვებინათ შენობა. გამთენიისას კი, დაახლოებით 7 საათზე, ათობით სამართალდამცავი მივიდა და დევნილების გამოსახლეობა დაიწყო.

დევნილებმა ჯერ არ იციან სად გადაიყვანენ, რადგან მათი განცხადებით, სამართლადამცავები ამას მას შემდეგ ეტყვიან, როცა ავტობუსებში ჩასხდებიან.

ჟურნალისტები პროცესს გარედან ადევნებენ თვალს.

ნეტგაზეთის ჟურნალისტის ცნობით სტუდქალაქის ტერიტორიიდან გამოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთი დევნილი ცუდად გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი