ახალი ამბები

სომეხი პოლიტოლოგი სააკაშვილის სომხეთში ვიზიტის შესახებ

19 იანვარი, 2011 • 1500
სომეხი პოლიტოლოგი სააკაშვილის სომხეთში ვიზიტის შესახებ

„საქართველოს პრეზიდენტის დაჩქარებული ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 22 იანვარს საქართველოს ლიდერის ერთგვარი მღელვარებით არის გამოწვეული. საქართველო, რომელიც აზერბაიჯანისა და თურქეთისკენ მიისწრაფოდა, მარტო დარჩა“, –ამის შესახებ 18 იანვარს სომეხმა პოლიტოლოგმა ლევონ შირინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამასთან, დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს ჯერ არ იცნობს, –წერს სომხური http://news.am

„რატომ ეჩქარება სააკაშვილს სომხეთში ჩამოსვლა? ვვარაუდობ, რომ სომხეთისგან საქართველო მხარდაჭერას მოელის. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, სააკაშვილს სჭირდება ამ მხარდაჭერის გარანტია, რის ხარჯზეც ის შეძლებს აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების წარმართვას,” –აღნიშნა პოლიტოლოგმა.

აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, პოლიტოლოგის აზრით, შექმნილ ვითარებაში სომხეთმა წინა პლანზე უნდა წამოაყენოს რეგიონში თანამშრომლობის პირობები ფორმატში სამს პლუს ორი: „სომხეთმა უნდა წაუყენოს საქართველოს პირობა, რომ საქართველო იყოს უფრო მეტად დამთმობი ჯავახეთისა და სომხური ეკლესიების საკითხებში. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს უფლება, გამოიყენოს სომხეთთან ურთიერთობა, როგორც კოზირი აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობებში“, –აღნიშნა სომეხმა პოლიტოლოგმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 22 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი