ახალი ამბები

პოლიციამ სამედიცინო ცენტრის დირექტორი დააკავა

19 იანვარი, 2011 • • 1130
პოლიციამ სამედიცინო ცენტრის დირექტორი დააკავა

შსს სამინისტროს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით, სამედიცინო ცენტრ ულტრამედის დირექტორი დააკავეს.

“აღნიშნულ პიროვნებას გახსნილი ჰქონდა არალიცენზირებული სამედიცინო კლინიკა ,,ულტრამედი”, სადაც 2006 წლიდან  პაციენტებს მოტყუებით უსვამდა დიაგნოზს და  თანხის გამოძალვის მიზნით, არსწორად, თვითონვე ყიდდა  იაფფასიან მედიკამენტებს ძვირად”,–წერს შსს საიტი.

წინასწარი ინფორმაციით, რომელიც ვრცელდება, სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის დაკავებული სხვადასხვა თანხას იღებდა.

“სიმსივნით დაავადებული შვილის სამკურნალოდ,  მოტყუებით მიჰყიდა 1.90 თეთრის ღირებულების მედიკამენტი  2 120 ევროდ”

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  180-ე მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი