ახალი ამბები

ქართული პარტია რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის

19 იანვარი, 2011 • • 1126
ქართული პარტია რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის

ქართული პარტია რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის.

ზუგდიდში სამეგრელოს რაიონებიდან  ჩამოსულ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ქართული პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, თანათავმჯდომარემ ლევან გაჩეჩილაძემ და ქართული პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა  კახა მიქაიამ პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.

სოზარ სუბარის თქმით, უახლოს თვეებში „ქართულ პარტიას“ საკუთარი წარმომადგენლობა ეყოლება საქართველოს  ყველა სოფელში, რაიონში, ქალაქსა და რეგიონში. მისივე თქმით, გაზაფხულისთვის ქართულ პარტიას  50 ათასი წევრი ეყოლება.

ქართული პარტიის ინფორმაიცით, ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია გაზაფხულზე იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი