ახალი ამბები

“მიწისძვრის განმეორება არ არის გამორიცხული”

19 იანვარი, 2011 • • 1489
“მიწისძვრის განმეორება არ არის გამორიცხული”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მიწისძვრა ისევ განმეორდეს.

ცენტრში ამბობენ, რომ მიწისძვრა, როგორც წესი, არ არის იმაზე უფრო მძლავრი, ვიდრე პირველი ბიძგი.

მისი თქმით, დღეს დაფიქსირებული მიწისძვრა 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ვანი იყო.

განმეორებითი ბიძგები, 3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის, კვლავ ქალაქ ვანში დაფიქსირდა. მოგვიანებით ისევ ვანში –4,7 სიმძლავრის და დაბა ადიგენში –4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის.

ბიძგები შესაძლოა მთელი დღის მანძილზე, ან მთელი კვირის მანძილზე განმეორდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი