ქუთაისის და ბაღდათის სასწრაფოების მიმღების ოპერატორები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ დღევანდელი მიწისძვრის შემდეგ გამოძახება არ ჰქონიათ.
ბაღდათის სასწაროს ოპერატორის თქმით, მამაკაცი, რომელიც, მიწისძვრის გამო, მეორე სართულიდან გადმოხტა, მათთან არ მიუყვანიათ და ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქუთაისის სასწრაფოში აცხადებენ, რომ ტელეფონები ახლახანს ჩაირთო. ტელეფონების ჩართვის შემდეგ გამოძახება ქუთაისის სასწრაფოს არ ჰქონია.