ახალი ამბები

“მერია, შეგვისრულე დანაპირები” – ვაკის პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

27 დეკემბერი, 2015 • 3689
“მერია, შეგვისრულე დანაპირები” – ვაკის პარკში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]

თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, პარტიზანული მებაღეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი თბილისის მერიისგან დანაპირების შესრულებას მოითხოვენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მესამე წელია მოსახლეობა იცავს პარკს, თუმცა მერია და სასამართლო მათ არ პასუხობენ. მათი თქმით, რეკრეაციულ ტერიტორიაზე ინვესტორმა მშენებლობის განახლება დააანონსა და ვაკის პარკი კვლავ დასაცავია.

როგორც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ვაკის პარკში მათ შეუერთდებიან გუდიაშვილის ბაღიდან, ასათიანის პარკიდან, პეკინის ქუჩიდან, პავლოვის გამზირიდან, იპოდრომიდან, ვარკეთილიდან, ფანასკერტელიდან და დიღმის პარკიდან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკის ფონზე გაგრძელდება. ვაკის პარკში დღეს დაუკრავენ რეზო კიკნაძე; Tete Noise; Blue Sun; Bedford Falls; ლადო გიგაია; ბექა ტალახაძე, ტატო ნადირაძე და სხვები ; ნინუცა & ლაშა; ლექსო რატიანი. მათი განცხადებით, აქციას სხვა მოხალისე მუსიკოსებიც შეუერთდებიან.

პარტიზანი მებაღეები მოსახლეობას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ. ისინი ამბობენ, რომ ვაკის პარკი ჯერ ისევ დასაცავია: “მოვთხოვოთ მერიას, შეასრულოს დანაპირები!”

პარტიზანული მებაღეობის აქცია ვაკის პარკის დასაცავად. 27.12.2015. ფოტო: გუკი გიუნაშვილი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი