ახალი ამბები

მიწისძვრა საქართველოში

19 იანვარი, 2011 • • 1296
მიწისძვრა საქართველოში

დღეს, დაახლოებით13,17 წუთზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 

ეპიცენტრი ქუთაისიდან 31 კილომეტრში იყო, –წერს ამერიკის ნაციონალური მიწისძვრების საინფორმაციო ცენტრი. მიწისძვრა 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ქუთაისელები ამბობენ,რომ ქალაქში ძლიერი მიწისძვრა იყო. მათი თქმით, დიდი ხანია ასე არ შეშინებიათ.

“გარეთ გავიქეცი, იმნაირი მიწისძვრა იყო”,–იტყობინებიან ქუთაისიდან.

“მეხუთე სართულიდან დედები მცირეწლოვანი ბავშვებით მორბიან”,–ამბობენ ოზურგეთელები.

ვანელები ასევე საუბრობენ ძლიერ მიწისძვრაზე.

ქალაქ ბათუმის მცხოვრებნი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობენ, რომ მიწისძვრამ ჭაღები შეაზანზარა.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა თბილისში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი