ახალი ამბები

დევნილების მხარდამჭერი აქცია დაიშალა

20 იანვარი, 2011 • • 1058
დევნილების მხარდამჭერი აქცია დაიშალა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, დევნილთა მხარდასაჭერი აქცია დაიშალა.

აქციაზე, რომელიც დღეს 2 საათზე დაიწყო, კარვების გაშლა იგეგმებოდა, თუმცა დღის ბოლოს აქციის მპონაწილეები დაიშალნენ და სამომავლო სამოქმედო გეგმაზე ჩამოყალიბება ხვალ დღის 2 საათისთვის გადადეს. 

აქციის მონაწილეთა შორის დევნილთა სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ბაგების სტუდქალაქიდან დევნილების ოჯახები გამოასახლეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ შეხლა–შემოხლის დროს 5 დევნილი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი