ახალი ამბები

ესპანეთის ხელისუფლება Google-ის წინააღმდეგ

18 იანვარი, 2011 • • 1333
ესპანეთის ხელისუფლება Google-ის წინააღმდეგ

wired.com-ის ფოტო
wired.com-ის ფოტო

Google ხვალ, 18 იანვარს მადრიდის სასამართლოს წინაშე წარსდგება. კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აესპანეთის ხელისუფლებამ შეიტანა. ესპანეთი Google-ის საძიებო სისტემიდან ესპანურ წამყვან მედიასაშუალებებში გამოქვეყნებული 100-მდე სტატიის ლინკის ამოღებას ითხოვს. ამ სტატიებს შორის არის El Pais-სა და სხვა ონლაინ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები, რომლებსაც ესპანეთის ინფორმაციის დაცვის უწყებამ „პოტენციურად ცილისმწამებლური“ უწოდა.

Google-ის წარმომადგენლებით აზრით, აღნიშნული საქმე იქნება ძირგამომთხრელი პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლების სფეროში.

ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა „სახიფათო პრეცედენტად“ მიაჩნიათ ესპანურ მედიასაშუალებებსაც, მათ შორის არის „Barcelona Reporter.”  

Google-ის განცხადებით, ისინი წარმოადგენენ შუამავლებს, დისტრიბუტორებს და პასუხისმგებელნი ვერ იქნებიან ინფორმაციის შინაარსზე, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება. თუ სასამართლომ ესპანეთის ხელისუფლების მოთხოვნა დააკამყოფილა, მას ექნება უარყოფითი ეფექტი ადამიანთა პირადი ინფორმაციის და უსაფრთხოების დაცვის სფეროში.

თუ Google-მა სადავო სტატიების ლინკები საძიებო სისტემიდან მაინც ამოიღო, ეს სტატიები მაინც ხელუხლებლად დარჩება ესპანური გამოცემების ვებ–გვერდებზე. ამის უფლებას მათ ესპანეთის კანონმდებლობა აძლევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი