ახალი ამბები

დევნილ 31 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ

17 იანვარი, 2011 • • 974
დევნილ 31 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ

აფხაზეთიდან დევნილ 31 ოჯახს დღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა გადასცა.

ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში, მე-2 კვარტალში, ყოფილი 157-ე ბაგა-ბაღის შენობაში, აფხაზეთიდან დევნილი 77 ადამიანი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გადეცათ.

მინისტრის თქმით, თბილისში საკუთრება სულ 22 000–მა ოჯახმა მიიღო: „აფხაზეთიდან დევნილი 10 ათასი ოჯახი თბილისში უკვე საკუთრების მფლობელია. დღეს საკუთრების მოწმობები კიდევ 31 ოჯახს გადავეცით. ისინი უკვე მესაკუთრეები არიან. თბილისის ტერიტორიაზე კი ეს არის 10 ათასზე მეტი ოჯახი, დაახლოებით 40–50 ათასი სული. ეს ადამიანები დაბრუნებამდე მშვიდად იცხოვრებენ და როცა დაბრუნდებიან, შეეძლებათ ეს ქონება გაყიდონ და ხელცარიელები არ დაბრუნდნენ“.

ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000–მდე დევნილ ოჯახს (70 000–მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 177 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი– 343. რეგიონებში დევნილთა განსახლების პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი