ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანია ,,სილქნეტის’’ 10 თანამშრომელი დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დაკავებულები აწარმოებდნენ სამუშაოებს თბილისის სხვადასხვა უბნებში. გაჰყავდათ კომპანია “სილქნეტის” ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ითვისებდნენ კომპანიის კუთვნილ სადენებს.

“სილქნეტის” თანამშრომლები  ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ‘ა’ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *