ახალი ამბები

Coca-Cola–სა და McDonald’s–ის ბიზნეს მრჩეველი საქართველოში ტრეინინგს ჩაატარებს

17 იანვარი, 2011 • • 1207
Coca-Cola–სა და McDonald’s–ის ბიზნეს მრჩეველი საქართველოში ტრეინინგს ჩაატარებს

10-11 თებერვალს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული მარკეტინგის სპეციალისტი, სახალხო ტრენერი და ბიზნეს მრჩეველი,  მარტინ ლინდსტორმი (Martin lindstormi) ეწვევა.  

ლინდსტორმის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ტრეინინგი თემაზე ,,ბრენდი და მარკეტინგული სტრატეგია’’.

ტრეინინგი სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ გაიმართება. ტრეინინგზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე მოქმედ აბსოლუტურად ყველა კომპანიას მიეცემა.

სემინარის გარდა, ორგანიზატორები ქართულ კომპანიებს კიდევ ერთ უპრეცედენტო სერვისს სთავაზობენ – კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა, ტრენერისაგან ორგანიზაციასა და მარკეტინგულ სტრატეგიაზე მორგებული ბიზნეს კონსულტაცია დაუკვეთონ და მიიღონ.

წარმოშობით დანიელი მარტინ ლინდსტორმი, დღესდღეობით, ისეთი კომპანიების უცვლელი და სანდო მრჩეველია, როგორებიცაა: Microsoft Corporation, Coca-Cola, Nestle, McDonald`s, Nokia, The Walt Disney Company, American Express, PepsiCo, Yellow Pages P&G და სხვა. ,,ნეირომარკეტინგის გურუ-დ’’ წოდებული ლინდსტორმი 2009 წელს ჟურნალმა TIME-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა.

ტრეინინგი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს და  11 თებერვალს, 18 საათზე, მონაწილეთა სერთიფიცირების ცერემონიალით დასრულდება.

ტრეინინგი  International Training Centre–ის ინიციატივით ეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი