ახალი ამბები

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიკამენტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ

17 იანვარი, 2011 • • 1015
არასამთავრობო ორგანიზაციები მედიკამენტებზე ფასების ზრდას ვარაუდობენ

17 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთიან განცხადებას აქვეყნებს. მათი აზრით, მთავრობის 2010 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცებული ნორმა აფთიაქებში ვიდეოსათვალთვალო სისტემის სავალდებულო დამონტაჟებასთან დაკავშირებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

,,მარტო თბილისში პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ლარს შეადგენს; თანხა, რომელსაც საააფთიაქო ბაზარი ჩადებს ამ პროექტში, აისახება სააფთიაქო პროდუქტების ფასზე’’, – წერია განცხადებაში.

ასევე NGO-ები ფიქრობენ, რომ აფთიაქებში ამ სისტემის დამოტაჟება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შეზღუდვას.

,,მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება არაეთიკურია, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის ობიექტებში არ უნდა აწესებდეს ჯანდაცვის პროფესიონალისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალს’’.

ამ თემაზე სამართლებრივი დასკვნა ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები სამართლიანობისთვის’’ წევრმა ნიკა კვარაცხელიამ მოამზადა.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: “ჯანმრთელი სამყარო”; “ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბი”; “ახალგაზდები სამართლიანობისათვის”;  “ადამიანის უფლებათა ცენტრი”; “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”;  “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”; “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”;  “კავკასიის ქალთა ქსელი”; “რეგიონალური მედია ასოციაცია”; “სამართალი და თავისუფლება”; “კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ქსელი”; ,,არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი’’; “კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის”; ”ქალები საუნივერსიტეტო განათლებით”; “ახალგაზრდული ალტერნატივა”; “სახალხო დიპლომატიის კავკასიური ცენტრი”; ,,გეოპოლიტიკური საერთაშორისო კვლევითი ცენტრი’’.

მასალების გადაბეჭდვის წესი