ახალი ამბები

ლესბოსური სკანდალი ნიუ იორკში

14 იანვარი, 2011 • • 1462
ლესბოსური სკანდალი ნიუ იორკში

სინდი მაურო და ალინი ბრიტო
სინდი მაურო და ალინი ბრიტო

34 წლის სინდი მაურო მეორე მასწავლებელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის ჯეიმს მედისონის სკოლიდან ლესბოსელობის გამო დაითხოვეს. უფრო ადრე კი ამავე მიზეზით მისი მეგობარი, ამავე სკოლის მასწავლებელი 30 წლის ალინი ბრიტო გაუშვეს სამსახურიდან. ამის შესახებ ნიუ-იორკის პრესა იტყობინება.

ეროტიკულ სიტუაციაში მყოფ მასწავლებლებს სკოლის მეეზოვემ ამავე სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში  2009 წლის ნოემბერში შეუსწრო. მისი თქმით, მასწავლებლები წელზემოთ შიშვლები იყვნენ. მეეზოვემ მაშინვე სასწავლო დაწესებულების უსაფრთხოების სამსახური გამოიძახა.

გამოძახებაზე მოსულმა თანამშრომელმა მოგვიანებით განაცხადა: „ბრიტო შიშველი იწვა იატაკზე. მის ფეხებს შორის ქერათმიანი ქალი დავინახე. როცა საკლასო ოთახის კარი შევაღე, მან მიყვირა და კარის დაკეტვა მიბრძანა“.

სინდი მაურომ არბიტრ მოსამართლეს უთხრა, რომ აღნიშნულ მომენტში მეგობარ ბრიტოს სამედიცინო დახმარებას უწევდა. ალინი ბრიტოს დიაბეტი სჭირს, რის გამოც მას სინდი მაურო ინსულინის ინექციას უკეთებდა. მოსამართლემ აღნიშნული ჩვენება უსაფუძვლოდ მიიჩნია.

ბრიტო სამსახურიდან გასული წლის  27 დეკემბერს გააგდეს, თუმცა ის სამსახურის დაბრუნებას სასამართლოს გზით ეცდება. მისი თქმით, მეეზოვემ დაინახა ის, რისი დანახვაც სურდა, და არა – რეალური სიტუაცია. მან მეგობრის ვერსია ინსულინთან დაკავშირებით დაადასტურა.

მედისონის სკოლის სხვა მასწავლებელმა, მარია ბუკამ პრესას განუცხადა, რომ სინდი მაურო და ალინი ბრიტო თავიანთ ლესბოსურ სიყვარულს  9 წელიწადი მალავდნენ. სამსახურიდან გათავისუფლებული მასწავლებლები კოლეგის ნათქვამს უარყოფენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი