საქართველოს სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, საქართველოში შობადობა სტაბილურად იმატებს.
მონაცემების მიხედვით, საქართველოში
2006 წელს -46 ათას 60 დაბადებაა დარეგისტრირებული.
2007 წელს-48 ათას 27
2008 წელს -57 ათას 263
2009 წელს -61 ათას 839
2010 წელს-62 ათას 726
სამოქალაქო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2010 წელს დაბადებულთა შორის ვაჟები სჭარბობენ-52 % .
მონაცემების მიხედვით, 2010 წელს ქვეყანაში 12 -ით მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.
სამოქალაქო რეესტრმა 2010 წლის განმავლობაში ახალშობილების პოპულარული სახელებიც გამოიკვლია.
ვაჟების სახელების პოპულარული ათეული: გიორგი, ნიკოლოზი, ლუკა, საბა, დავითი, ალექსანდრე (სანდრო), ანდრია, მათე, ირაკლი (ერეკლე), დემეტრე.
გოგონების პოპულარული სახელების ათეული ასეთია: მარიამი, ნინო (ნინი), ანა, ელენე, ლიზი, ბარბარე, თამარი, სალომე, ნია, თეკლა.
