ახალი ამბებირეკლამა

Express Bank-ი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას

24 დეკემბერი, 2015 • 1244
Express Bank-ი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას

Express Bank-მა, ყველაზე მარტივმა ბანკმა, დღეს ბათუმსა და ქობულეთში Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები გახსნა. Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები მომხმარებელს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის 68 ნომერში და ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩის 1-ელ ნომერში მოემსახურება. Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელი მარტივად შეასრულებს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაციას, ასევე ისარგებლებს Express კრედიტითა და Express ანაბრით.

 

Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 110-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.ebank.ge  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი