ახალი ამბები

სექს სკანდალი ბერლუსკონის გარშემო

14 იანვარი, 2011 •
სექს სკანდალი ბერლუსკონის გარშემო

 

სილვიო ბერლუსკონი
სილვიო ბერლუსკონი
იტალიელი გამომძიებლები სილვიო ბერლუსკონონისა და 17 წლის მაროკოელი მეძავის ურთიერთობის შესახებ მოკვლევას აწარმოებენ. ამის შესახებ როიტერსს საკუთარმა წყარომ დღეს აცნობა. როიტერსი წერს, რომ გამოძებას აქვს ინფორმაცია ღამის კლუბის არასრულწლოვანი მოცეკვავისა და მეძავის შესახებ, რომელიც იტალიის პრემიერ მინისტრის აგარაკებზე ღამის წვეულებების ხშირი სტუმარი იყო.

 

წყაროს ინფორმაციით, გამოძიება არასრულწოვანის პროსტიტუციის მიზნით გამოყენების ბრალდებაზეც მუშაობს. სილვიო ბერლუსკონი კი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

მაროკოელმა არასრულწლოვანმა, რომელსაც მეტსახელად რუბი ჰქვია, საზოგადოების ყურადღება გასული წლის ოქტომბერში მიიპყრო. მან განაცხადა, რომ, როცა ის პოლიციამ ქურდობისთვის დააკავა,  პატიმრობისგან სილვიო ბერლუსკონიმ იხსნა. გოგონას მტკიცებით, იტალიის პრემიერ მინისტრმა მილანის პოლიციაში დარეკა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

როიტერსი წერს, რომ ბერლუსკონისა და მაროკოელ მოცეკვავეს ნაცნობობა ნამდვილად აქვთ. გოგონას განცხადებით, მან ბერლუსკონის ერთ-ერთ სახლში წვეულებაზე დასწრების სანაცვლოდ გასამრჯელოდ 7 ათასი ევრო მიიიღო. იმ დროს „რუბი“ 17 წლის იყო.

ბერლუსკონიმ, რომელმაც საკუთარი პირადი ცხოვრების გარშემო სკანდალი არაერთხელ ააგორა, ადასტურებს, რომ მან მილანის პოლიციაში მართლაც დარეკა. თუმცა,  კატეგორიულად უარყოფს, რომ მართლმსაჯულებაზე რაიმე სახის ზეწოლა მოახდინა. პრემიერ მინისტრი ამტკიცებს, რომ მან უბრალოდ ნორმალური დახმარება შესთავაზა ადამიანს, რომელსაც ეს დახმარება სჭირდებოდა.   

ბერლუსკონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულმა მოსამართლეებმა იგი მიზანში უმიზეზოდ ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი