ახალი ამბები

საკონცერტო ხარჯები სარეზერვო ფონდებში

14 იანვარი, 2011 • 1000
საკონცერტო ხარჯები სარეზერვო ფონდებში

1 683 000 ლარი – ბათუმში კრის დე ბურგის კონცერტისა და მისი ტელეტრანსლაციისთვის პირდაპირ ეთერში, 735 500 ლარი – პლასიდო დომინგოს კონცერტისთვის, 371 300 ლარი მაია ქეის შოუსთვის – ასე გამოიყურება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გასულ წელს დახარჯული თანხები.

აღნიშნულ ინფორმაცია დღეს ეროვნული ფორუმმა გაასაჯაროვა.

ფორუმის წარმომადგენლის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, 2010 წლის ბიუჯეტით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ჯამში 110ნმლნ ლარს შეადგენდა, აქედან 89 მლიონ 600 ათასი ლარი  9 თვეში დაიხარჯა.

ჯავახიშვილის ინფორმაციით, კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, „რომელიც ასე აუცილებელია სააკაშვილის რეჟიმის გარეგნული ფასადის შესაქმნელად“, გასულ წელს სარეზერვო ფონდებიდან 11 მილიონ 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი