ახალი ამბები

დიმიტრი შაშკინიმა ,,ყველაზე ჭკვიანის’’ გამარჯვებული დააჯილდოვა

14 იანვარი, 2011 • • 1209
დიმიტრი შაშკინიმა ,,ყველაზე ჭკვიანის’’ გამარჯვებული დააჯილდოვა

განთლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადაცემა ,,ყველაზე ჭკვიანის’’ გამარჯვებული, ნინო ეფრემიძე პორტატული კომპიუტერით, წიგნებითა და ტკბილეულით დააჯილდოვა.

გადაცემის მერვე სეზონის გამარჯვებული 201-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა. იგი დევნილია და სოცილურად დაუცველი ოჯახიდანაა. როგორც მოსწავლემ ნეტგაზეთს უთხრა, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და ამიტომ მას აქამდე კომპიუტერი არ ჰქონია.

,,გამიხარდა, რომ ოცნება ამისრულდა და მივიღე კომპიუტერი. ჩვენ ისეთ პირობებში ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს საშუალება კომპიუტერის ყიდვის’’.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ასეთ მოსწავლეებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევათ, რადგან მათი ჩართულობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურობა სამინისტროს მთავარ მიზანს წარმოადგენს.

,,სამინისტროს მხრიდან უკლებლივ ყველა ნიჭიერი მოსწავლე წახალისდება’’, – განაცხადა შაშკინმა.

,,ყველაზე ჭკვიანი’’ ტელეკომპანია ,,რუსთავი2’’-ის პროექტია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი