ახალი ამბები

აქციები ვიკილიქსის მხარდასაჭერად

14 იანვარი, 2011 • • 1149
აქციები ვიკილიქსის მხარდასაჭერად

ვიკილიქსი
ვიკილიქსი

ვიკილიქსის მხარდასაჭერი აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია ვიკილიქსისტვიტერის ოფიციალური ანგარიშით რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.  აქციები 15 იანვარს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი.

ვიკილიქსის მხარდასაჭერი საპროტესტო მსვლელობები დაგეგმილია კანადის რამდენიმე ქალაქში, ასევე, პარიზში, ბრიუსელში,  ლონდონში, ლისაბონში, ბარსელონაში,  ანკარაში, სტამბულში, როტერდამში, დუბლინში, ვალენსიაში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუხარესტში, ბელფასტში, ციურიხში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, სტენფორდში, სიეტლში, ვაშინგტონში, ნიუ ორლეანში, ნიუ იორკში და ა.შ.   

ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც მხარდამჭერი აქციები ტარდება შექმნილია საინიციატივო ჯგუფები, რომელთა შორის არიან სოციალური მედიის აქტივისტები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ა.შ.

ერთ-ერთი საინიციატივი ჯგუფის პეტიციაში წერია: „მე ვკითხულობ ვიკილიქსს. მე მხარს ვუჭერ სიტყვის თავისუფლებას და თავისუფლას პრესას, არა წამებას, სამხედრო გადატრიალებას და ზეწოლას მოქალაქეებზე.

მე მხარს ვუჭერ ვიკილიქსს, რადგან მთავრობის საიდუმლოებები იცავს ძლევამოსილ კრიმინალებს და არა-ხალხს.

ჩემს ხელისუფლებას უფლება არა აქვს ზიანი მომაყენოს, შემაშინოს, ან მომატყუოს დამნაშავის დასაცავად.“   

მასალების გადაბეჭდვის წესი