ახალი ამბები

ბაქრაძე: მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, ვინ გახდება პრემიერი

23 დეკემბერი, 2015 • 1949
ბაქრაძე:  მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, ვინ გახდება პრემიერი

“ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ეს არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა. ამ ქვეყანაში ეს მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის, ამიტომ დაველოდოთ ამ ადამიანის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაქრაძემ 23 დეკემბერს.  

ბაქრაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოხმაურა.

“რაც შეეხება პროცედურებს, მე არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად გართულებული პროცედურა იქნება, ვინაიდან, განვმეორდები, გუნდის შიგნიდან ვერანაირი გადახალისება ამ მთავრობას ვერ შეცვლის. ეს იქნება იგივე მთავრობა, რომელიც არ წარმოადგენს ერთ გუნდს, რომელსაც არა აქვს ერთი ღირებულებები, რომელსაც არ ესმის ხალხის გაჭირვება და რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება 23 დეკემბერს, საღამოს გააკეთა. მას არ დაუსახელებია გადადგომის კონკრეტული მიზეზები. 

მასალების გადაბეჭდვის წესი