ახალი ამბები

რა ღირს პარლამენტის შენობა?

13 იანვარი, 2011 • • 1121
რა ღირს პარლამენტის შენობა?

საქართველოს პარლამენტის შენობის ღირებულება 90 811 609 ლარია.

„საქართველოს პარლამენტის ბალანსზე უძრავი ქონების სახით ირიცხება 90 811609 ლარის ღირებულების საქართველოს პარლამენტის სასახლე“,– საჯარო ინფორმაციის პორტალზე, opendata.ge პარლამენტიდან გამოთხოვილი პასუხი საჯარო ინფორმაციაზე.

ორგანიზაციის მიერ  გამოთხოვილია პარლამენტის წევრების მომსახურე ავტომობილების რაოდენობა და საწვავის ხარჯებიც.

წერილი, რომელიც ოფენდათამ მიმდინარე წლის სამ იანვარს მიიღო, ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების მომსახურე ავტომანქანების რაოდენობა 53-ა. აღნიშნულ ავტომობილებზე წლიური საწვავის ლიმიტი 298 200 ლიტრის ტოლია. ხოლო ავტომობილების ტექმომსახურებაზე გაწეული ხარჯები 2010 წელს – 113 410 ლარი.

საქართველოს პარლამენტარის ხელფასი თვეში 2000 ლარია, ხოლო ბინის ქირისთვის პარლამენტარებისთვის თვიური 667 ლარია გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი